LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გმადლობ, ამერიკა!“ – ჯო ბაიდენის მთავარი გზავნილები ინაუგურაციიდან

74
jo 2

ვაშინგტონში, კაპიტოლიუმის კიბეზე გამართულ საზეიმო ცერემონიაზე საპრეზიდენტო ფიცის დადების შემდეგ აშშ-ის 46-ე პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა თავის საინაუგურაციო სიტყვაში თქვა, რომ ის ყველა ამერიკელის პრეზიდენტია და ყველასთვის აპირებს ბრძოლას და რომ დღევანდელი დღე დემოკრატიის ტრიუმფის დღეა.

ჯო ბაიდენი აშშ-ს 46-ე პრეზიდენტი გახდა - ცერემონია ამ წუთებში მიმდინარეობს

"ჩვენ დავამარცხებთ ყველა იმ პრობლემას და გამოწვევას, რომელიც ჩვენს ქვეყანაშია"

„ხალხის ნება გაიგეს და ხალხის ნებას უსმინეს. ჩვენ კვლავ გავიგეთ, რომ დემოკრატია ძვირფასია და დემოკრატია ფაქიზია. ამ ჟამს, მეგობრებო, დემოკრატიამ იზეიმა. ეს ამერიკის დღეა. ეს დემოკრატიის დღეა,“ თქვა ბაიდენმა. „დღეს ჩვენ ვზეიმობთ ტრიუმფს არა კანიდატისა, არამედ საქმისა. დემოკრატიის საქმისა.“

თავის გამოსვლაში ბაიდენმა ილაპარაკა საზოგადოებაში დაპირისპირებისა და დანაწევრების გადალახვის აუცილებლობაზე. მან თქვა, რომ ყველა ამერიკელის პრეზიდენტი იქნება და იბრძოლებს როგორც მხარდამჭერებისთვის, ისე იმათთვის, ვისაც მისთვის არ მიუცია ხმა.

თავის გამოსვლაში ბაიდენმა ჩამოთვალა აშშ-ის წინაშე მდგარი მრავალი პრობლემა, რომელსაც, მისი თქმით, ამერიკელები ერთობლივი ძალისხმევით გადალახავენ.

„გმადლობ, ამერიკა!“ – ამ სიტყვებით დაასრულა საინაუგურაციო სიტყვა ჯო ბაიდენმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები