Android 7.0 და 7.1 Nougat-ზე ჯერ კიდევ ძალიან ცოტა სმარტფონი მუშაობს. Nexus-ებისა და Pixel-ების გარდა, ახალი ოპერაციული სისტემა LG V20-ზე, Huawei Mate 9-ზეც ვიხილეთ, თუმცა, სისტემის გავრცელების არეალი მხოლოდ მწირი რაოდენობის მოწყობილობებით შემოიფარგლა.
დღეს, General Mobile-მა ახალი მოდელი GM5-ის ანონსი გამოაქვეყნა. გაჯეტი 5 ინჩიან HD დისფლეითაა წარმოდგენილი და Snapdragon 430-ზე იმუშავებს. ოპერატიული მეხსიერება კი 2 GB მეხსიერებით განისაზღვრა. შიდა მეხსიერება 16 GB-ს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სმარტფონს ექნება microSD-ის მხარდაჭერა და იგი 2500 მილიამპერ/საათიან ბატარეაზე იმუშავებს. კამერები 13 და 5 მეგაპიქსელი იქნება.
ეს იქნება Android One-ის პროგრამაში ერთადერთი მოდელი, რომელიც Android 7.1 Nougat-ს ქარხნულად მიიღებს.