LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GM-ის დირექტორი საავტომობილო სფეროში ყველაზე მეტს შოულობს

22

სააგენტო CNN Money-მ General Motors-ის გენერალური დირექტორი საავტომობილო სფეროს ყველაზე მაღალანაზღაურებად ხელმძღვანელად დაასახელა. მერი ბარა რეიტინგის ლიდერი ზედიზედ უკვე მეორე წელია ხდება, მან 2016 წელს დაახლოებით 22,6 მილიონი დოლარი გამოიმუშავა.

2016 წელს General Motors-მა რეკორდული – 10 მილიონი ავტომობილი გაყიდა და ოპერაციულმა მოგებამ 12,5 მილიარდი დოლარი შეადგინა. ყველაზე მსხვილი ავტომწარმოებელი შედეგების მიხედვით კი Volkswagen გახდა, მან 10,3 მილიონი ავტომობილის რეალიზაცია მოახდინა.

ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ გასულ წელს ბარამ 21%-ით ნაკლები გამოიმუშავა, ვიდრე 2015 წელს, თუმცა ეს ბონუსების მიღების სქემის თავისებურებით აიხსნება.

მერი ბარამ General Motors-ის დირექტორის თანამდებობა 2014 წელს დაიკავა და პირველი ქალბატონი გახდა, რომელიც ავტოკონცერნს ჩაუდგა სათავეში.

მეორე ადგილი Ford-ის ხელმძღვანელმა, მარკ ფილდსმა დაიკავა, რომელმაც 22,1 მილიონი დოლარი გამოიმუშავა, სამეულს კი სერჯიო მარკიონე ასრულებს, რომელიც ანალოგიურ თანამდებობას ფიატ-კრაისლერის კონცერნში იკავებს.

მეოთხე ადგილი Volkswagen-ს გენდირექტორმა მატიას მიულერმა 7,8 მილიონი დოლარით დაიკავა.

რეიტინგის ავტორები აღნიშნავენ, რომ იაპონური ავტომწარმოებლების ხელმძღვანელები ჩვეულებრივ უფრო ნაკლებს გამოიმუშავებენ ვიდრე მათი ევროპელი ან ამერიკელი კოლეგები.

ყველაზე დაბალანაზღაურებადი ხელმძღვანელი Tesla Motors-ის ხელმზღვანელი ილონ მასკია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები