LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლუკოზას თამამი ფოტოსესიის შემდეგ, თავის მართლება მოუწია

39

პოპულარული რუსი მომღერალი გლუკოზა აცხადებს, რომ თამამი ფოტოები, რომლებითაც მისი სოც-ქსელის გვერდებია აჭრელებული, უბრალოდ იმიჯია და სხვა არაფერი.

რამდენიმე ხნის წინ, მომღერალმა ერთ-ერთი პოპულარული მამაკაცის ჟურნალისთვის გაიხადა, ხოლო ფოტოები ინსტაგრამის მეშვეობით გულშემატკივრებს გაუზიარა. თუმცა, ფოტოებმა უკურეაქცია გამოიწვია, რაც მისი ფანებისგან კრიტიკით გამოიხატა.

გულშემატკივრებმა მომღერალს ურჩიეს, რომ მსგავს ფოტოსესიებზე უარი ეთქვა, რადგან მათი აზრით, ორი შვილის დედამ თავს ამის უფლება არ უნდა მისცეს…

 

თავად მომღერალი ამბობს, რომ მის საქციელში სასირცხვილოს ვერაფერს ხედავს და მიიჩნევს, რომ მსგავსი ფოტოსესიები არტისტული სამუშაოს ერთ-ერთი თანამდევი პროცესია.

”მე სპეციალურად არაფერს ვაკეთებ. დიახ, მე მივიღე მონაწილეობა თამამ ფოტოსესიაში, მაგრამ, ეს იმდენად ჩვეულებრივი მოვლენა გახლავთ, გაკვირვება არ უნდა გამოეწვია. ამასთანავე, ფოტოსესია ძალიან პურიტანულიც გამოვიდა. რაც შეეხება გაშიშვლებას, ეს ნორმალურიია და ამას მსოფლიოში მოღვაწე ყველა არტისტი აკეთებს.” – აცხადებს მომღერალი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები