LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლუკოზას დებიუტი დიზაინერის რანგში

24

ნატალია შესტაკოვა-იონოვა, იგივე გლუკოზა, რამდენიმე დღის წინ გულშემატკივრებს დიზაინერის ამპლუაში გაეცნო. მომღერალმა კოლექცია ერთ-ერთი ცნობილი ბრენდისთვის შექმნა და მისი პრეზენტაცია Mercedes-Benz Fashion Week-ის ფარგლებში შედგა.

კოლექციის ძირითადი მახასიათებლები მყვირალა ფერი, კომფორტული დიზაინი და იდეალურად შეხამებული ფერთა გამაა. მომღერალმა კოლექცია პატარა მოდელებისთვის დაამზადა და კრიტიკოსების დიდი მოწონებაც დაიმსახურა.

”უკვე ვფიქრობდი, რომ სამოსის შექმნას აღარასდროს დავუბრუნდებოდი. თუმცა, ისეთ ცნობილ ბრენდს, როგორიცაა Barbie უარი ვერ ვუთხარი. მახსოვს, როგორ ვოცნებობდი პატარაობაში, რომ მქონოდა Barbie-ს სათამაშო… მე ამ კოლექციით არა მხოლოდ დებიუტი მქონდა, არამედ ბავშვობის ოცნებაც ავიხდინე” – განაცხადა გლუკოზამ.

მომღერლის გულშემატკივრებს ახალი სამოსი ძალიან მოეწონათ და მისი შეძენის პირობაც დადეს. აღსანიშნავია, რომ პოდიუმზე ნატალიას შვილები ვერა და ლიდიაც იწონებდნენ თავს დედის მიერ შექმნილი სამოსით.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები