რუსი მომღერალი გლუკოზა არასდროს ერიდება თამამ და სექსუალურ ჩაცმას. მის ინსტაგრამზე ყოველდღიურად ქვეყნდება სხვადასხვა სახის შიშველი სურათები. ერთ-ერთი ასეთი სურათი მომღერალმა ასე დაასათაურა ”არასდროს არ არის საჭირო გამოეკიდო ისეთ ადამიანებს, რომლებსაც შენ არ ჭირდები. ასეთი ადამიანი უაზროდ გიფლანგავენ დროს. ამიტომ, გაუშვით ისინი და უსურვეთ მათ წარმატება”.
ამ სურათს განსაკუთრებული რეაქცია მოყვა მომხმარებლების მხრიდან. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ უარყოფითი კომენტარები უფრო ჭარბობდა. ერთ-ერთი მოხმარებელი კი მას სასამართლოთიც ემუქრებოდა. გაჟღერდა მოსაზრებაც, რომ მომღერალს ქმართან აქვს პრობლემები და ის სწორედ ამის გამო უფრო გააქტიურდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ ბოლო პერიოდში მომღერალმა მოუხშირა საკუთარი ფორმების მკვეთრად დემონსტრირებასაც. როგორც მისი ინსტაგრამის მომხმარებლები ამბობენ, 29 წლის ლამაზმანმა ქირურგიული ოპერაციაც ჩაიტარა.