სოციალურ ქსელებში ძალიან აქტუალურია ამბავი, რომელიც “გლოვოს” ახალგაზრდა კურიერს შეემთხვა. მან საახალწლო დღეებში მოლთან დაგდებული საფულე იპოვა, რომელიც ნიკოლოზ კიკნაძეს ეკუთვნოდა. საფულეში საკმაოდ დიდი თანხა იდო. კურიერმა არ დააყოვნა, საფულე და მონაცემები სოციალურ ქსელში განათავსა და მის მფლობელს ყველაფერი უკან დაუბრუნა.
შსს-ს მინისტრი რომ ვიყო, ამ კაცს დავასაჩუქრებდი…ვინ არის ბიჭი, რომელმაც ფულით სავსე საფულე მფლობელს დაუბრუნა
..გლოვოს” კურიერი ასე იხსენებს მომხდარს:
“შეკვეთა დავტოვე მომხმარებელთან და შემდეგ შეკვეთაზე მივდიოდი. დავინახე საფულე, რომელიც მოლთან იყო დაგდებული. საფულე გავხსენი და შიგნით იყო დიდი რაოდენობით ფული. იქვე იყო პირადობაც. ავტვირთე სოციალურ ქსელში და დავიწყე პატრონის ძებნა. მალევა გამომეხმაურა. ვერ აგიღწერთ ენით. ძალიან გახარებული იყო, მადლობა გადამიხადა და ოჯახშიც დამპატიჟა. დიდი იყო გამოხმაურება, ბევრმა გააზიარა, ხალხი დადებითად აფასებს ამას და ძალიან მიხარია.
გულდასაწყვეტი ის არის, რომ როცა სოციალურ ქსელში ავტვირთე, რამდენიმე ფეიქ ნიკოლოზ კიკნაძემ დამირეკა, ვითომ ეს საფულე მათი იყო. თანხა ზუსტად არ დამითვლია, არ დავინტერესებულვარ, მაგრამ დაახლოებით 300-დან 400 ლარამდე იქნებოდა.
მერჩივნა, წლინახევრის წინ ნაყიდი დახეული ფეხსაცმელი მცმოდა ისევ, ვიდრე ნიკოლოზ კიკნაძის საფულიდან ამომეღო თანხა და საფულე ნაგავში ჩამეგდო…”