LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლორია პირესი, ტონი რამოსი და სუზანა ვიეირა ეკრანებზე ახალი ბრაზილიური სერიალით ბრუნდებიან

404
3333

ცოტა ხნის წინ, ბრაზილიური სერიალების ვარსკვლავმა, გლორია პირესმა სოციალურ ქსელში ახალი ფოტო გამოაქვეყნა. მსახიობი წერს, რომ სულ მალე მაყურებელი „გლობოს“ ახალ სერიალს იხილავს, რომლის სახელწოდებაა „დედამიწა და ვნება“. სერიალში, ხანგრძლივი პაუზის შემდეგ, ისევ ერთად ვიხილავთ ბრაზილიური ტელენოველების ვარსკვლავებს, გლორია პირესს, ტონი რამოსსა და სუზანა ვიეირას. პირესი და რამოსი ეკრანზე მეუღლეებს განასახიერებენ. სწორედ მათი დიდი ოჯახის გარშემო განვითარდება ახალი სიუჟეტი.

სერიალის რეჟისორია ლუის ენრიკე რიოსი. მასში ასევე მონაწილეობენ ბარბარა რეისი, ჯონი მასარო, აგატა მორეირა და სხვები.

ბრაზილიური სერიალების ვარსკვლავი, 59 წლის გლორია პირესი წითელ ხალიჩაზე ჭაღარა თმით გამოჩნდა

„ჰადე” ახალი სერიალის გადაღებებზე, რომლის სცენარისტი „კლონის“ შემქმნელი გლორია პირესია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები