ავტორიტეტულმა ფინანსურმა ჟურნალმა, Global Finance-მა “თიბისი ბანკის” ინტერნეტ და მობაილბანკი ზედიზედ უკვე მეხუთედ დაასახელა საქართველოში წლის საუკეთესო სერვისად ფიზიკური პირებისთვის, ხოლო ზედიზედ მეოთხედ კორპორატიული სეგმენტისთვის. გარდა ამისა, “თიბისი ბანკის” იურიდიული პირების ინტერნეტბანკი აღიარეს წლის საუკეთესო ინტეგრირებულ ვებ-გვერდად აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში.
გამარჯვებულები შემდეგი კრიტერიუმების მიხედვით გამოვლინდნენ: ინტერნეტ და მობაილბანკის მომხმარებლების რაოდენობა, მომსახურების ხარისხი, შეთავაზებული სერვისების მრავალფეროვნება, ელექტრონული სერვისებით სარგებლობისას მიღებული უპირატესობები, ასევე ინტერნეტ და მობაილბანკისდიზაინი და ფუნქციონალი.
Global Finance უკვე მე-17 წელია ასახელებს მსოფლიოს საუკეთესო მომსახურებას ინტერნეტ და მობაილბანკის სფეროში. ჟურნალი 1987 წლიდან გამოდის და მას მსოფლიოს 190 ქვეყანაში კითხულობენ .