LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

Global Finance-მა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა

461
საქართველოს ბანკი

Global Finance-მა საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ბანკი ავრცელებს.

მათივე ცნობით, 21 აგვისტო, 2023- გავლენიანმა ბრიტანულმა გამოცემა Global Finance-მა ცენტრალური და აღმოსავლეთი ევროპის მასშტაბით მომხმარებლებისთვისა და კორპორაციებისთვის 2023 წლის საუკეთესო ციფრული ბანკები გამოავლინა.

საქართველოს ბანკის ბიზნეს მობილბანკი კი საუკეთესოდ დაასახელა ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში. როგორც Global Finance-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, გამარჯვებულები შეირჩნენ იმის მიხედვით, თუ რამდენად ძლიერი ციფრული სტრატეგია აქვს ბანკს მომხმარებლების მოსაზიდად და შესაბამისი სერვისების გასაწევად, შეთავაზებების რამდენად მრავალფეროვანი არჩევანი აქვს, როგორია ვებგვერდებისა და მობილური აპლიკაციების დიზაინი და რამდენად ეფექტიანია მათი ფუნქციონალები.

სწორედ ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით დაასახელა ავტორიტეტული წევრებით დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჟიურიმ 20 კატეგორიაში საქართველოს ბანკი საუკეთესოდ. აქედან ქვეყნის მასშტაბით 12 ნომინაციაში, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით კი – 8 კატეგორიაში.

აღსანიშნავია, რომ Global Finance 1987 წელს დაფუძნებული საერთაშორისო გამოცემაა, რომელსაც 160-ზე მეტ ქვეყანაში ჰყავს მკითხველი.

ყოველწლიურად Global Finance მთელი მსოფლიოდან საუკეთესო ფინანსურ კორპორაციებს გამოარჩევს და აჯილდოებს, რაც უკვე ათწლეულებია, ფინანსურ სამყაროში მაღალი ხარისხისა და სანდოობის სტანდარტად იქცა. ამ სტანდარტით საუკეთესო შედეგები საქართველოს ბანკს არაერთხელ უჩვენებია, გამონაკლისი არც 2023 წელია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები