თბილისში, გლდანის მესამე მიკრორაიონში გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია.
ცეცხლი საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთ სახლში გაჩნდა.
როგორც “ფორტუნას” საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ამ დროისთვის ხანძარი ლიკვიდირებულია.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
“ადგილზე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური შესაბამისი დანაყოფებით იყო მობილიზებული.” – უთხრეს “ფორტუნას” უწყებაში.