LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლდანში პარკს შპს „ტაო“ მოაწყობს – პროექტის ღირებულება 927 543 ლარია

292

გლდანის მეექვსე მიკრორაიონში, N7-N20 საცხოვრებელ კორპუსებს შორის, 20 000 კვადრატულ მეტრზე პარკის მოწყობის სამუშაოები დაიწყო. 

მიმდინარე სამუშაოებს დღეს დედაქალაქის მერი კახა კალაძე ადგილზე გაეცნო. თბილისის მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, რომელსაც მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური ახორციელებს, კალათბურთის მოედანი, ამფითეატრი, ძაღლების სასეირნო სივრცე, სავარჯიშო და საბავშვო მოედნები, სარწყავი სისტემა, საფეხმავლო და ველობილიკები მოეწყობა. ასევე, განთავსდება საპარკე ინფრასტრუქტურა, განხორციელდება არსებული ხიდის რეაბილიტაცია და დამონტაჟდება გარე განათება.

სამუშაოების ფარგლებში, ტერიტორიაზე დაირგვება სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარეები და 12 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე, ჰიდროთესვის პრინციპით, ბალახი დაითესება. პარკში ასევე, ამბრის ხეებისგან ხეივანი მოეწყობა.

სამუშაოები, რომელსაც შპს „ტაო“ ასრულებს, დაახლოებით, ოთხ თვეში დასრულდება. პროექტის ღირებულება 927 543 ლარია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები