შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა 15 ივლისს გლდანში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტზე 2 პირი დააკავეს. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
შსს-ის ცნობით, 15 ივლისს, მოქალაქეს ორი პირი დაესხა თავს, ცივი იარაღის მუქარით ფულადი თანხა გასტაცეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. პოლიციამ დანაშაულის ჩადენაში ეჭვმიტანილი პირები 1994 წელს და 1994 წელს დაბადებული პირები სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე იმ დროს დააკავეს, როდესაც ისინი საქართველოს დატოვებას ცდილობდნენ.
სამართალდამცველების მიერ მათი პირადი ჩხრეკისას ამოღებული იქნა დანაშაულის ჩადენის იარაღი – დანა და დანაშაულებრივი გზით წაღებული თანხის ნაწილი. მიმდინარეობს ოპერატიული-საგამოძიებო ღონისძიებები დარჩენილი გატაცებული თანხის ამოღების მიზნით.
გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს.