თბილისში, გლდანში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, დისტრიბუციის მიკროავტობუსი მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, შემდეგ კი სილამაზის სალონის შესასვლელს დაეჯახა.
როგორც „ფორტუნას“ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პრესსამსახურში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად დაშავებული 5 ადამიანი კლინიკაში გადაიყვანეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მათ მსუბუქი დაზიანებები აქვთ.
ერთ-ერთი ვერსიით, მიკროავტობუსის მძღოლი შეუძლოდ გახდა, რამაც შემთხვევა გამოიწვია.
შემთხვევის ამსახველი ფოტო სოციალურ ქსელში ვრცელდება.
„ფორტუნა“ დეტალებს შინაგან საქმეთა სამინისტროში არკვევს. ინფორმაცია მიღებისთანავე განახლდება.