გლდანში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, თავდამსხმელს ნიღაბი ეკეთა. ჯერჯერობით უცნობია რა რაოდენობის თანხა წაიღეს ბანკიდან.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას გულისხმობს.