გლდანში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, მამაკაცი ცივი იარაღით არის მოკლული. უცნობია, დაკავებულია თუ არა დამნაშავე. შსს-ს ცნობით, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
ადგილობრივების განცხადებით, გარდაცვლილი 32 წლის ბიჭი გლდანის მე-4 მიკრორაიონში იპოვეს. სავარაუდოდ, კონფლიქტი სხვა მიკრორაიონში მოხდა, რა დროსაც მამაკაცი დაჭრეს, ის მე-4 მიკრორაიონში მივიდა და გარდაიცვალა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.