LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გლასტონბერის ფესტივალის ჰედლაინერობა მინდა“- რობი უილიამსი (ვიდეო)

122
page

მსოფლიოში უდიდესი მუსიკისა და წარმოდგენების ღია ცის ქვეშ გამართული დღესასწაული – ეს ,,გლასტონბერის” ფესტივალია, რომელზე მოხვედრაც ყველა არტისტის კარიერისთვის  საოცნებო განაცხადია.

დაიანა როსი გლასტონბერის ფესტივალზე იმღერებს (ფოტო)

ცნობისთვის, 2020 წლის გლასტონბერის ფესტივალზე დასასწრები 130 ათასი ბილეთი უკვე გაყიდულია, ორგანიზატორების განცხადებით, ბილეთები სრულად 34 წუთში ამოიწურა.

„გლასტონბერიზე ჰედლაინერობა მინდა – ეს ის არის, რასაც სიამოვნებით გავაკეთებ.“ – განაცხადა ბრიტანელმა მომღარლმა რობი უილიამსა ჟურნალ The Sun-სთან ინტერვიუში.

როგორც ირკვევა, მომღერალი ღონისძიებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოვა, თუკი ჰედლაინერი იქნება და არა ლეგენდარული მუსიკოსებისთვის განკუთვნილ სპეციალურ საღამოზე მიიწვევენ.

აღსანიშნავია რომ რობი უილიამსი ფესტივალზე პირველად 1998 წელს გამოვიდა, რაც მას ცუდად დაამახსოვრდა:

„ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ყველა მონაწილე ფიქრობდა – აქ რა ჯანდაბას აკეთებ?”– აცხადებს ვარსკვლავი.

https://www.youtube.com/watch?v=xYtgb9Ay4k4

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები