LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გლადიატორიდან ჯოკერამდე – ხოაკინ ფენიქსის გარდასახვა Vanity Fair-სთვის(ფოტო)

286
page

ვინ თუ არა ის, – ჟურნალ Vanity Fair-ის ოქტომბრის ნომრის გარეკანზე ხოაკინ ფენიქსი მოხვდა.

იდეალური ნიმუში იმისა, თუ როგორ უნდა იყო შეპყრობილი საკუთარი როლით და მოახდინო სრული გარდასახვა.

გლადიატორიდან – ჯოკერამდე, ოსკარის ყველაზე რეალური პრეტენდენტი გარდა გულწრფელობისა გადასაღებ მოედანზე, გულწრფელი რესპოდენტიცაა და იდეალურად პოზირებს ფოტოკამერის წინაშეც.

ხოაკინ ფენიქსის ჯოკერი - მიძღვნა ყველაზე ცნობილ ბოროტმოქმედს

ხოაკინ ფენიქსი არც ერთ ჯოკერს არ ჰგავს. დიახ, სავარაუდოდ, ის იქნება „ოსკარის“ ერთ-ერთი პრეტენდენტი მამაკაცის როლის შესრულებისთვის

Vanity Fair-სთვის მიცემულ ინტერვიუში მსახიობმა ჯოკერის როლზე, მის გარდასახვაზე, თავის გარდაცვლილ ძმასა და თავისი საცოლის, რუნი მარას შესახებ ისაუბრა.

მსახიობმა აღნიშნა, რომ რუნი მარათი საოცრად იყო გატაცებული და ისეთ რაღაცეებს აკეთებდა მისთვის, რაც მანადმდე არასდროს გაუკეთებია.

ხოაკინმა ინტერვიუში თავის გარდაცვლილ ძმაზე ისაუბრა და გაგვიმხილა, რომ მისმა ძმამ მას უწინასწარმეტყველა, რომ ყველაზე კარგად ,,ჯოკერის” როლს სწორედ ხოაკინი შეასრულებდა და სხვებსაც დაჩრდილავდა. მსახიობმა აღიარა, რომ მისთვის ამ როლის გათავისება, რომელიც ოდესღაც ჯეკ ნიკოლსონმა და ჰიტ ლეჯერმა შეასრულეს, საკმაოდ რთული აღმოჩნდა.

და მაინც, ხოაკინის გარდაცვლილი ძმის წინასწარმეტყველება ახდა, ყველა ერთხმად აღიარებს, რომ ფენიქსის ჯოკერმა ყველა დაჩრდილა.

რაც შეეხება ფოტოსესიას, როგორც მოსალოდნელი იყო, ის საკმაოდ ექსპრესიული და გამორჩეული გამოდგა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები