დევიდ და ვიქტორია ბექჰემები შვილებთან ერთად ალპებში გაემართნენ სამოგზაუროდ. „ინსტაგრამ“ გამომწერებს შთამბეჭდავი ფოტოების სერია ვიქტორიამ და დევიდმა გაუზიარეს. მათთან ერთად ჰარპერი, რომეო და კრუზი იმყოფებიან. სწორედ ისინი მოინიშნა ვიქტორიამ თავის პოსტში.
„გკოცნით ალპებიდან“, – ასე დაასათაურა ფოტოები ვიქტორიამ.
თუ რატომ არ შეუერთდა ოჯახურ მოგზაურობას ბრუკლინი და მისი მეუღლე, ნიკოლა პელტცი, ჯერჯერობით უცნობია.
იდეალური სიყვარული – დევიდ ბექჰემი სტადიონზე გაყინულ მეუღლეს თავისი ქურთუკით ათბობს