ეგვიპტელი არქეოლოგები გიზას პირამიდაში საიდუმლო გვირაბს გადააწყდნენ. Heritage daily-ის ინფორმაციით, უნიკალური აღმოჩენა თანამედროვე ტექნოლოგიების დამსახურებით გაკეთდა.
აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე პირამიდაში სამი ცნობილი სივრცე იყო ნაპოვნი, ერთი მეფეს, მეორე კი დედოფალს ეკუთვნოდა, რაც შეეხება მესამეს – მისი დანიშნულება მეცნიერებმა არ იციან. რამდენიმე დღის წინ ამ ჩამონათვალს 9 მეტრის სიგრძის გვირაბი დაემატა.
ერთ-ერთი ვარაუდით, ამ გვირაბს პირამიდის წონა უნდა შეემცირებინა და უკეთ დათვალიერების შემდეგ სავარაუდოდ სხვა მსგავს კონსტრუქციებსაც იპოვიან.
კვლევა მომავალში უფრო აქტიურად გაგრძელდება და სპეციალისტები უახლესი მოწყობილობების გამოყენებას აპირებენ.