LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გიზ-გიზი“ – ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ახალი პროექტი ზამთრის კურორტებზე

135
11

საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სამთო კურორტებზე ახალ პროექტს იწყებს სახელწოდებით „გიზ-გიზი“.

ფესტივალის ფარგლებში ზამთრის გასართობი სოფლები მოეწყობა, დაგეგმილია პერფორმანსები, თამაშები და გასართობი აქტივობები. მთელი დღის განმავლობაში მუსიკალურ გაფორმებაზე იზრუნებენ ბენდები და დიჯეები. მოეწყობა სამეწარმეო ბაზარი ზამთრის, სრიალისა და მთის თემატიკის შესახებ, ასევე, კვების სივრცეები, ბარი, ფოტო და საბავშვო ზონები.  საფესტივალო ტერიტორია აღჭურვილი იქნება გამათბობლებით.

ფესტივალი 2-4 თებერვალს გუდაურში, 9-11 თებერვალს ბაკურიანში, 17-18 თებერვალს  გოდერძიზე, ხოლო 1-3 მარტს მესტიაში ჩატარდება. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მაია ომიაძის განცხადებით, ფესტივალი ზამთრის კურორტებზე ხელს შეუწყობს როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო ტურიზმის განვითარებას.