“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დეპუტატი გივი თარგამაძე შს სამინისტროს კრიმინალურ პოლიციაში დაკითხვაზე იმყოფება. როგორც მან განაცხადა, იგი დაიბარებს ე.წ. კანონიერ ქურდთან დათო გერლიანთან დაკავშირებული განცხადების გაკეთების გამო. თარგამაძემ განაცხადა, რომ გერლიანმა საქართველოს საზღვარი თავისუფლად გადმოკვეთა. თარგამაძის განცხადებით, ხელისუფლებაც დაინტერესებულია ამ საკითხით.
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ინფორმატორის სახელისა და გვარის დასახელებისგან თავს იკავებს.