LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს

75

გივი თარგამაძე დაკითხვაზე დაიბარეს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს საგამოძიებო უწყებაში 18 საათზე ელოდებიან, თუმცა, პარტიაში ამბობენ, რომ შესაძლოა, თარგამაძემ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო მისვლა ვერ შეძლოს და ის სახლში დაკითხონ.

გივი თარგამაძის კუთვნილი ავტომანქანა 4 ოქტომბერს „პირიმზესთან“ ააფეთქეს, მანქანაში თავად იმყოფებოდა, მძღოლთან ერთად. მომხდარის შედეგად ხუთი პირი დაშავდა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლით დაიწყო, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მცდელობას გულისხმობს.