LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გივი სიხარულიძემ ომარ მხეიძის ხსოვნას ლექსი მიუძღვნა: „ქართული ცეკვა, მჩქეფარე, როგორც ალადასტური!“

693
გივი სიხარულიძე და ომარ მხეიძე

ახლახან ღვაწლმოსილი ქართველი მოცეკვავე, ომარ მხეიძე გარდაიცვალა.

მის ხსოვნას პატივი მიაგო გივი სიხარულიძემ და ლექსი მიუძღვნა:

„ როცა არწივი ზეცას ხაზავს ვნებააშლილი,

იმას მაგონებს ვაჟისაგან ხელი გაშლილი,

რა ილეთები, რა ტანის რხევა, ჩახვეული გადანასკვული,

ქართული ცეკვა, მჩქეფარე, როგორც ალადასტური!

ქართულ ცეკვაში არ გეგონოთ – მთავარია ფეხი გასმული,

მოკრძალებაა ქალის მიმართ გონგადასული!

როკვის დროს ქალი, ვაჟისაგან ღმერთად აღქმული!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები