LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გისურვებთ ღირსეულად ემსახურო შენ ქვეყანას!“ – ბესო კალანდაძის ქალიშვილი ჩინეთში საქართველოს საელჩოს პირველ მდივნად დაინიშნა

332
332704894_2255455304633663_7566113697698200968_n

ცნობილი მომღერლის, ბესო კალანდაძის ქალიშვილი მარიამი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივანი გახდა. ინფორმაცია „თავისუფალი უნივერსიტეტის“ ვებგვერდზეა განთავსებული.

„თავისუფალი უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობების სკოლის ჩინური მიმართულების კურსდამთავრებული მარიამ კალანდაძე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის პოზიციაზე დაინიშნა“.

შვილის წარმატების შესახებ წერს მარიამის დედა, მედეა კალანდაძე:

„მარიამ, გილოცავთ ჩინეთის სახალხო რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველი მდივნის პოზიციაზე დანიშვნას. გისურვებთ ღირსეულად ემსახურო შენ ქვეყანას! წარმატებები! გვიყვარხარ,“ – წერს მედეა კალანდაძე და არაერთ მილოცვას იღებს.

 

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები