LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

GIRL of NOW- არომატი დღევანდელი გოგონებისთვის, წითელი ხალიჩის ჯადოქრისგან

297

ურბანული, თანამედროვე, ენერგიული და ცოტაც თამამი – ამ დროის გოგონა Elie Saab-სგან. წითელი ხალიჩის ჯადოქარმა და მოდის სამყაროს შემოქმედმა დღევანდელი გოგონებისთვის ახალი არომატი შექმნა.

GIRL of NOW- ასე ჰქვია Elie Saab-ის სრულიად ახალ ერას, 2017 წლის იმ არომატს, რომელიც პარფიუმერულმა კომპანიამ ”ისი-პარი” საკუთარ მომხმარებელს წარუდგინა.

როგორც ”ფორტუნას” ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხატია შამუგიამ განუცხადა, არომატი 25-დან 35 წლამდე დღევანდელი გოგონებისთვის შეიქმნა, მათთვის, ვინც ჰიპერ-აქტიურები არიან სოციალურ ქსელებში, (ფეისბუქი, ინსტაგრამი…) თუმცა, ამავდროულად ახერხებენ პროფესიულ განვითარებასა და საკუთარ საქმიანობაში წარმატების მიღწევას.

 ”გარდა ამისა, ეს გოგონები არიან მხიარული განწყობის ადამიანები, ე.წ ”ფეშენისტა” გოგონები, რომლებსაც ძალიან უყვართ გაპრანჭვა. სწორედ ასეთია ამ დროის გოგონა Elie Saab-სგან”, – ამბობს ხატია შამუგია.

”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელი განმარტავს, რომ GIRL of NOW აბსოლუტურად განსხვავებული სურნელია.  მის შემადგენლობაში შემდეგ ინგრედიენტებს შეხვდებით: ფორთოხლის ყვავილს, ნაზავს ფაჩულისთან – ეს არის მადისაღმძვრელი ყვავილოვანი არომატი. სუნამოში ასევე გვხვდება მოხალული ფისტა, მსხალი და მანდარინი. ამ ყოველივეს კი დამატებული აქვს ნუშის ექსტრაქტი, რომელიც სუნამოს მარადიულობას ანიჭებს.

და მაინც ვინ არის GIRL of NOW? – სუნამოს სარეკლამო ვიდეორგოლში სამი მთავარი პერსონაჟი გვხვდება, სამი ახალგაზრდა გოგონა. თითოეული ჩვენი მომხმარებელი შეძლებს ერთ-ერთ მათგანში საკუთარი თავი ამოიცნოს. ერთი გოგონა არის ძალიან მორცხვი, ნაზი, თუმცა ამავდროულად ძალიან სექსუალური; მეორე- უფრო თამამი და მხიარულია; მესამე კი – იდუმალი და სიცოცხლით აღსავსე.  თუმცა ის, რაც სამივე მათგანს აერთიანებს ეს რომანტიზმი და მგრძნობიარობაა, რაც ძალიან ახლოს არის GIRL of NOW-სთან, ამ ახალ, არაჩვეულებრივ არომატთან”, – განმარტა ”ისი-პარის” მარკეტინგისა და პიარის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა.

ცნობისთვის, GIRL of NOW-ის შეძენა მომხმარებელს დღეიდან უკვე შეუძლია ”ისი-პარის” მაღაზიათა ქსელში. სუნამო ულამაზესი შეფუთვით არის წარმოდგენილი: 90, 50 და 30 მილილიტრიან ფლაკონებში.

Elie Saab-ის შესახებ

Elie Saab 1964 წელს ლიბანში, ბეირუთში დაიბადა. ბავშვობაში კერვამ გაიტაცა, დარწმუნებული იყო, რომ ამ საქმეს მთელს ცხოვრებას მიუძღვნიდა და დიდ წარმატებასაც მიაღწევდა. 1981 წელს Elie Saab პარიზში გადავიდა საცხოვრებლად, სადაც დიზაინის ხელოვნებას დაეუფლა. ერთი წლის შემდეგ, სამშობლოში დაბრუნდა და საკუთარი მოდის სახლი გახსნა. 1997 წელს Elie Saab პირველი არაიტალიელი დიზაინერი გახდა, რომელმაც იტალიის ეროვნული მოდის სახლის ჩვენებაში მიიღო მონაწილეობა. ამის შემდეგ მისი სახელი სამუდამოდ დამკვიდრდა მოდის ინდუსტრიაში. 2000 წელს დიზაინერმა პარიზში სალონი გახსნა, 2003 წელს კი Elie Saab-ის მოდის სახლი მაღალი მოდის სინდიკატის წევრი გახდა. დიზაინერმა მსოფლიო აღიარება 2000 წელს მოიპოვა, როდესაც ჰოლი ბერიმ ოსკარის ცერემონიალისთვის კაბა მისი კოლექციიდან აირჩია და ამ სამოსით გახდა მთავარი ჯილდოს მფლობელი. დღეს Elie Saab-ის სამოსით, წითელ ხალიჩაზე უამრავი ვარსკვლავი იწონებს თავს.

რაც შეეხება სურნელოვან ბიზნესს,  Elie Saab-ის სახელმა 2011 წელს გაიჟღერა მსოფლიო პარფიუმერიაში და ისევე ღირსეულად, როგორც მსოფლიო მოდის სამყაროში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები