თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, გიორგი არევაძემ, სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნო. საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ოთხი წლით თავისუფლების აღკვეთა შეეფარდა, თუმცა ამნისტიის შედეგად, სასჯელის რაოდენობა სამ წალმდე შემცირდა.
განაჩენის მიხედვით, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა გირგვლიანის მკვლელობისთვის გასამართლებული პირები უკანონოდ შეიწყალა.