LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ, ხორავასთან შედარება უზნეობაა – ივანიშვილი

86

ხორავას ქუჩაზე მომხდარ ამბავსა და გირგვლიანს შორის პარალელის გავლება, ვფიქრობ, უზნეობაა, ცინიზმია. სანდრო გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ ხელი დააფარა მკვლელებს, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა სამი ტელეკომპანიის ჟურნალისტებთან პირისპირ შეხვედრისას განაცხადა.

“გირგვლიანი მოკლა სახელმწიფომ და სახელმწიფომ მათ მკვლელებს ხელი დააფარა. ჯერ არ დასრულებულა სასამართლო, მეორე მოდის და მესამე ახლავს. ის, რომ ხორავას ქუჩაზე მომხდარი ტრაგედია დღეს გადაიქცა სიმბოლოდ და პარალელებს გირგვლიანთან ავლებენ არის ცინიზმი და უზნეობა”, — განაცხადა ივანიშვილმა.

ივანიშვილის ამბობს, რომ ხორავას საქმზე შექმნილმა საგამოძიებო კომისიამაც ვერ დაადგინა, რომ ხელისუფლებას ამ მკვლელობაში რაიმე ინტერესი ჰქონდა. მისივე თქმით, ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთძემ დააკმაყოფილა მაღალი სტანდარტი, როდესაც ის თანამდებობიდან გადადგა.

“„ის რომ საგამოძიებო კომისიამ ვერაფერი მსგავსი მინიშნებაც კი ვერ გააკეთა იმის თაობაზე, რომ დღევანდელ ხელისუფლებას ჰქონდა განსაკუთრებული ინტერესი, თითქოს ვიღაცისთვის ხელი დაეფარებინა ან რაღაც დაემალა, ის, რომ მაშინდელმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ მოახერხა და დააკმაყოფილა მაღალი სტანდარტები, ის, რომ მოსამართლემ არ გიზიარა პროკურატურის პოზიცია, სწორედ ეს გახდა იმ მიტინგისა და ვნებათაღელვის საწყისიც და მიზეზიც. მოსამართლემ არ გაიზიარა პოროკურატურის მტკიცებულება და ეს გახდა ყველაფის მიზეზი. ამავდროულად მუდმივად გვიკიჟინებენ, რომ ჩვენ ვმართავთ სასამართლოს, რომ პროკურატურა მართავს სასამართლოს. სწორედაც რომ პირიქით მოხდა, რომ პროკურატურისა და სასამართლოს ჭიდილში პირველი ინსტანციის სასამართლომ არ გაიზიარა პროკურატურის მტკიცებულება და პროკურორი ამას შეეწირა და გადადგა“,- აღნიშნა ივანიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები