LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირევის შუა საუკუნეების კოშკები უმძიმეს მდგომარეობაშია.. ეს საამაყო ისტორია აუცილებლად უნდა გადარჩეს – რა ფოტოს აქვეყნებს გოგა ჩანადირი

182
ფორტუნა - 2023-07-23T131313.509

ფოტოხელოვანი გოგა ჩანადირი თუშეთიდან, მდინარე პირიქითა ალაზნის მარცხენა ნაპირზე მდებარე გირევის კოშკების ფოტოებს აქვეყნებს და წერს:

„გირევის შუა საუკუნეების კოშკები უმძიმეს მდგომარეობაშია.
დღეს ერთადერთი სრულად შემორჩენილი კოშკიღაა დაჩენილი და ისიც საფრთხის ქვეშაა.
გირევის ეს საამაყო ისტორია აუცილებლად უნდა გადარჩეს და აღდგეს“. – წერს გოგა ჩანადირი.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბრძანებულების თანახმად, კოშკს 2006 წელს მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის კატეგორია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები