Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გირჩმა ბორდელი „პიონერი“ გახსნა [ვიდეო] – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გირჩმა ბორდელი „პიონერი“ გახსნა [ვიდეო]

2685
girchi

“გირჩის” ოფისის ერთ ნაწილში საროსკიპო „პიონერი“ გაიხსნა. “პიონერში” ფართის დაქირავება ერთი საათის განმავლობაში 49.50 ლარი ღირს. ამის შესახებ ზურა ჯაფარიძემ ბრიფინგზე განაცხადა და პირდაპირ ეთერში საზოგადოებას ბორდელის ოთახიც დაათვალიერებინა.

ამით “გირჩმა” სასტუმრო “მამიდას” მფლობელის დაკავება გააპროტესტა და ხელისუფლებას მოუწოდა ან ისინიც დააპატიმროს, ან გაათავისუფლოს უდანაშაულო ადამიანები.

„არ არსებობს არანაირი განსხვავება ამ სასტუმროებსა და ბრენდულ სასტუმროებს შორის. ყველა მათგანში ხდება სექსულური მიზნების დასაკმაყოფილებლად ფართების დაქირავება. ამ [related_news id=”194201″ align=”right”]ნიშნით ნებისმიერი ბიძა, რომელიც დაუფინანსებს ახალგაზრდას, ან მეგობარი, რომელიც ძმაკაცს ფართს დაუთმობს ამ მიზნისთვის, არიან სისხლის სამართლის დამნაშავეები და უნდა წავიდნენ ციხეში.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის პატიოსანი შრომა. გვინდა დავიცვათ სექსინდუსტრიაში დასაქმებული ადამიანები ძალადობისგან.

ეს კი პროსტიტუციის სრული ლეგალიზაციითაა შესაძლებელი”, – აცხადებენ “გირჩში.”

ოთახი სხვადასხვა ტიპის აქსესუარებითაა აღჭურვილი და წითელ ფერშია გადაწყვეტილი.

 

შეგახსენებთ, საქართველოში პროსტიტუციის ხელშეწყობა [254-ე მუხლი], მათ შორის, პროსტიტუციისათვის ადგილის ან საცხოვრებლის გადაცემა. ისჯება ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ოთხ წლამდე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები