LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს გოგიტა რობიტაშვილს 4 ნიღბიანი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა

107
გოგიტა რობიტაშვილი

„გირჩი – მეტი თავისუფლების“ წევრს გოგიტა რობიტაშვილს 4 ნიღბიანი პირი თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა.

როგორც „ფორტუნას“ პარტიის პრესსამსახურმა განუცხადა, შემთხვევა მას შემდეგ მოხდა, რაც რობიტაშვილი 25 დეკემბერს, პარტიის ყრილობიდან დედოფლისწყაროში დაბრუნდა და ავტომობილის გაჩერების შემდეგ სახლში შედიოდა.

მათივე ცნობით, გოგიტა რობიტაშვილს ყვრიმალის ძვალი აქვს გატეხილი.

ჯერჯერობით უცნობია, რა გახდა თავდასხმის მიზეზი, თუმცა პრესსამსახურში განმარტავენ, რომ ეს პოლიტიკური თავდასხმაა.

როგორც „ფორტუნას“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (ძალადობა, ჩადენილი ჯგუფურად) არის დაწყებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები