შრომის ინსპექციის სამსახურმა ლერმონტოვის 9 ნომერში მდებარე ,,გირჩი – მეტი თავისუფლებას” ოფისი დახურა.
მათი განმარტებით, გუშინ ობიექტზე მთავრობის დადგენილებით აკრძალული მასობრივი გასართობი საქმიანობის განხორციელება გამოვლინდა.
“შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ, სხვა ზედამხედველი ორგანოების ჩართულობით გუშინ ობიექტზე გამოვლინდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით აკრძალული მასობრივი გასართობი საქმიანობის განხორციელება, შესაბამისად, მივიღეთ გადაწყვეტილება ობიექტის დალუქვის შესახებ. შრომის ინსპექციის სამსახურის მიერ ლერმონტოვის 9 ნომერში მდებარე ბარი ერთხელ უკვე არის დაჯარიმებული მთავრობის დადგენილებით აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის, შესაბამისად დღეს მოხდა ობიექტის დალუქვა”, – აღნიშნა მაია მიქაიამ.