LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან

143
ფორტუნა - 2023-09-06T115318.560

„გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ საარჩევნო გაერთიანებას ქმნიან.

ინფორმაცია ცოტა ხნის წინ პარტიებმა ვიდეოსთან ერთად გაავრცელეს.

„ჩვენ გვაერთიანებს:

– ნულოვანი თანამშრომლობა რუსულ რეჟიმთან.

– მომავლის მკაფიო ხედვა.

– მოტივაცია, შევცვალოთ საბჭოთა, ერთპარტიული სისტემა თანამედროვე, დასავლური ტიპის, კოალიციური მმართველობით“, – ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, „გირჩი – მეტი თავისუფლება“ და „დროა“ აქამდე „სტრატეგია აღმაშენებელთანაც“ თანამშრომლობდა, თუმცა ამ პარტიამ მოგვიანებით „ნაციონალურ მოძრაობასთან“ თანამშრომლობის შესახებ განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები