LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“გირჩი” კანაფის და მარიხუანას უკანონო შეძენა-შენახვა, გადაზიდვა-გასაღებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას ითხოვს

115
678

“გირჩმა” პარლამენტს საკანონმდებლო ინიციატივა წარუდგინა, რომლის გათვალისწინებით, მცენარე კანაფის და მისი პროდუქტების ბრუნვა სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას არ გამოიწვევს. შესაბამისად, “გირჩის” კანონპროექტის მიხედვით, ასეთი ქმედების დეკრიმინალიზაცია ხდება.

პოლიტიკური ჯგუფი “გირჩი” მცენარე კანაფის და მარიხუანას უკანონო შეძენა- შენახვა, გადაზიდვა, გადაგზავნა, გასაღებაზე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის გაუქმებას და კოდექსიდან შესაბამისი მუხლის ამოღებას ითხოვს.

“კანაფის მოხმარება 2018 წლიდან ლეგალურია. ამის მიუხედავად, ვიცით, რომ ადამიანების დევნა მაინც გრძელდება. იუსტიციის სამინისტროსგან გამოვითხოვეთ ინფორმაცია იმის თაობაზე, თუ რამდენი ადამიანი იხდის სასჯელს მარიხუნასა და მისი პროდუქტების ფლობასთან ან მოხმარებასთან დაკავშირებით.

მივიღეთ პასუხი, რომ 311 ადამიანი არის პრობაციონერი, ხოლო 84 ადამიანი სასჯელს იხდის კანაფის და მისი პროდუქტების ფლობაზე, ქონაზე ან მოხმარებაზე. კანაფის მოყვანა-კულტივირებაზე ციხეში 33 ადამიანი ზის, კანაფის შეძენა-შენახვაზე – 32 ადამიანი, ფლობაზე – 7 ადამიანი, კანაფის ფისზე- 2 ადამიანი, 4 ადამიანი გასაღებაზე და 6 ადამიანი გადაზიდვაზე.

ეს მონაცემებია პროდუქტზე, რომელიც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ ლეგალიზებულია. კანონპროექტით, სისხლის სამართლის სფეროდან საერთოდ ამოდის მცენარე მარიხუანასთან და კანაფთან დაკავშირებული ურთიერთობები. ეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საკითხი იქნება. კანონპროექტით, ეს ქმედება ისევ რჩება სამართლით დაცულ სფეროში, მაგრამ პროექტის მიღების შემთხვევაში, კანაფის გამო არც ახლა იჯდება ვინმე ციხეში და არც შემდეგ.

გვინდა, პირველი ნაბიჯი გადავდგათ და შევუთანხმდეთ ერთმანეთს იმაში, რომ კანაფის და მისი პროდუქტების გამო ერთმანეთს არ ვიჭერთ. ის, თუ როგორ უნდა დარეგულირდეს ადმინისტრაციულ სფეროში, ამაზე ერთად მსჯელობა შეგვიძლია, მმართველ პარტიას და ოპოზიციას.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2018 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, კანაფი თავისი რეგულირებით გუთანაბრდა ისეთ ნივთიერებებს, როგორიც არის ალკოჰოლი, რომელიც განსაკუთრებულ დამოკიდებულებას საჭიროებს. როგორც დანარჩენი პროდუქტების გამო ადამიანებს არ ვიჭერთ, ზუსტად ასე იყოს. ამ თემას დაჭერის შიში მოვაშოროთ და უკეთეს რეგულაციაზე ვიმსჯელოთ”, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები