LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„Gipsy Kings“ 18 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ კონცერტს გამართავს

129

ფლამენკოს, სალსასა და პოპ მუსიკის ცნობილი შემსრულებელი ჯგუფი „Gipsy Kings“ საქართველოს პირველად ეწვევა. ანსამბლი კონცერტს 18 აგვისტოს „ბლექ სი არენაზე“ გამართავს. ეს დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი, სადაც „ბლექ სი არენას“ დირექტორმა, ანუკა კავლელიშვილმა, რამდენიმე პროექტის ავტორთან ერთად ისაუბრა შეკვეთილში მდებარე საკონცერტო დარბაზის მუსიკალური განრიგის შესახებ.

როგორც ანიმ აღნიშნა: „ეს არის პირველი შემთხვევა, როცა არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთლიანად რეგიონში ჩამოდის რეალური, კლასიკური Gipsy Kings“ – გიტარის ვირტუოზები იმ შემადგენლობით, რითაც მსოფლიოში გახდნენ ცნობილები. სხვა შემთხვევებში, თუკი ამ სახელით ჩამოდიოდნენ ჯგუფები, ეს იყო მხოლოდ ის შემადგენლობა, რომლებიც მათ „ქავერებს“ ასრულებდნენ“.

ჯგუფს თავისი მრავალწლიანი მუსიკალური მოღვაწეობის განმავლობაში 13 სტუდიური ალბომი აქვს გამოცემული, მათ შორის 2013 წლის დისკმა „Savor Flamenco“ „გრემი“ მიიღო საუკეთესო მსოფლიო მუსიკის ალბომისთვის.

ანსამბლის სუპერჰიტი „bamboleo“ 1987 წელს გამოიცა და უამრავი მსმენელის სიყვარული დაიმსახურა. მათი სხვა სიმღერები დღემდე პოპულარულია.

ნინო მურღულია

 

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები