გიორგი გოგიჩაიშვილის დედა, ნანა დათუნაშვილი, „პროფილთან“ საუბრისას ამბობს, რომ შვილის სიმსივნის დიაგნოზი იცოდა, მაგრამ არ იცოდა, თუკი მისი განკურნება შეუძლებელი იყო.
ნანა დათუნაშვილი:
„რომ გარდაიცვალა, მერე გავიგე… დიაგნოზი ვიცოდი, მაგრამ ვიცოდი, რომ უნდა მორჩენილიყო. ნათიამ არ თქვა, ყველაფერი მარტომ გადაიტანა. ჩემი შვილისთვის ათასობით ნემსი მაქვს გაკეთებული. მე ვიცოდი, რომ უნდა განკურნებულიყო… თურქეთში ხომ დადიოდა. ნათია მეუბნებოდა, არა უშავს, აი, ცოტაც, ცოტაცო… გოგიჩას მეგობარმა დაურეკა, 25 ივლისს ხომ მოხვალ ჩემს დაბადების დღეზეო, რაზეც ჩემმა შვილმა უპასუხა, ახლა ცუდად ვარ, მაგრამ როგორ არ მოვალ, იქამდე გამივლისო, 4 ივლისს გარდაიცვალა. ბოლომდე თავადაც არ იცოდა… ბოლოს ნათიამ მითხრა, როცა საავადმყოფოში ცუდად იყო, უთქვამს, ვაიმე, დედაჩემმა რა უნდა ქნასო… მე ჩემს მეუღლესაც არ ვაჩვენებ ჩემს ცრემლს, არც ნათიას და არც შვილიშვილებს. არ მიყვარს, რომ ვიღაცას ვეცოდები…“