Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
გიორგი ვაშაძე უკრაინის არჩევნებში პეტრო პოროშენკოს შტაბისთვის იმუშავებს – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე უკრაინის არჩევნებში პეტრო პოროშენკოს შტაბისთვის იმუშავებს

kx7xbuQOdkg

გაერთიანებული ოპოზიციის საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, გიორგი ვაშაძე უკრაინის პრეზიდენტის,  პეტრო პოროშენკოს საარჩევნო შტაბისთვის იმუშავებს 2019 წლის მარტის საპრეზიდენტო არჩევნებში.

როგორც ტელეკომპანია “მაესტრო” იტყობინება, ინფორმაციას ადასტურებს გიორგი ვაშაძე, რომლის თქმითაც, უკრაინაში გადასვლა შესთავაზეს.

“მუდმივად ვერ წავალ ხომ საქართველოდან?! რეფორმებზე ვმუშაობ და რეფორმების განრიგის კუთხით მთხოვეს, რა შეიძლება გაკეთდეს უკრაინაში და ამას საქართველოდან ვიმუშავებ. პოროშენკოსთან დიდი ხანია ვთანამშრომლობ. რეფორმების ახალი განრიგი უნდა გავაკეთოთ სავარაუდოდ პოროშენკოსთვის” — უთხრა მაესტროს გიორგი ვაშაძემ.

გიორგი ვაშაძე აქამდეც იკავებდა უკრაინის პრეზიდენტის მრჩევლის სავარძელს, თუმცა, ახლა, პრეზიდენტის საარჩევნო კამპანიაშიც ჩაერთვება.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნები 2019 წლის 31 მარტს ჩატარდება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები