თბილისის მერობისთვის გიორგი ვაშაძეც იბრძოლებს. ახალი საქართველოს ლიდერი საარჩევნო ბლოკ ერთობა ახალი საქართველოს კანდიდატია. ვაშაძე მთავარ დაპირებად დედაქალაქის მსოფლიოს ლიდერ ქალაქებს შორის მოხვედრას ასახელებს.
საარჩევნო მარათონში ჩართული პოლიტიკოსი გამარჯვების შემთხვევაში მერიაში მასშტაბურ რეორგანიზაციას, მუნიციპალური იუსტიციის სახლების აშენებას და გამგეობების დახურვას აპირებს. ყოფილი დეპუტატი პრიორიტეტად განათლებას ასახელებს.