სამოქალაქო პლატფორმა „ახალი საქართველო“ ყველა პროგრესულ და პროდასავლურ ძალასთან თანამშრომლობის მზადყოფნას გამოთქვამს, – ამის შესახებ ორგანიზაციის დაფუძნებაზე გიორგი ვაშაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ერთადერთი, ვისთანაც ის ვერ ითანამშრომლებს, პრორუსული ძალებია. ვაშაძე ამბობს, რომ ფართო კონსულტაციების გზით აპირებს მოძრაობაში ყველა პროგრესულად მოაზროვნე ადამიანის ჩართვას და პროგრამის ჩამოყალიბებას.