გაერთიანებული ოპოზიციის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ ოპოზიცია დამაჯერებლად იმარჯვებს როგორც ზუგდიდში, ისე მარნეულში.
მისი თმით, მნიშვნელოვანი პროცესი ერთ საათში, ბიულეტენების დათვლის დროს დაიწყება. ვაშაზის აზრით, ყველა ბიულეტენის დათვლას აქვს მნიშვნელობა და თუ იბრძოლებენ, ვერც ერთ ხმას ვერ გააყალბებენ.
” ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ ამ ზეწოლის ფონზე, გადავკეტეთ მუშაობის პროცესი და შევქმენით გარემო, სადაც თითოეულ ადამიანს აქვს ნების დაფიქსირების საშუალება. ჩვენი მონაცემებით, მყარი პოზიციები გვაქვს და არჩევნები სანდრა რულოვსის გამარჯვებით დასრულდება”, — განაცხადა ვაშაძემ
საქართველოში დღეს გამართულ შუალედურ და რიგგარეშე არჩევნებზე ხმის მიცემის პროცესი დასრულებულია.
არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, რომლებშიც ჯამში 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული
საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემა შეწყდა
არჩევნები 410 საარჩევნო უბანზე ჩატარდა, რომლებშიც ჯამში 402 091 ამომრჩეველი იყო რეგისტრირებული.