LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე: გახრწნილმა სასამართლო სისტემამ „ქართული ოცნების“ პირობებში „ფრთები გაშალა”

137
გიორგი ვაშაძე

თუ რამე მინუსი იყო 2012 წლამდე, იყო მართლმსაჯულება და ამ გახრწნილმა სასამართლო სისტემამ „ქართული ოცნების“ პირობებში „ფრთები გაშალა”, – აღნიშნულის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში“ განაცხადა.

მისივე თქმით, „2012 წლამდე ვინ მისცემდა მაგათ ასეთ აღებმიცემობის უფლებას, რაც დღეს აქვთ მოსამართლეებს გაჩაღებული”.

„თუ რამე მინუსი იყო 2012 წლამდე, ეს იყო მართლმსაჯულება, სასამართლო სისტემა და ამ გახრწნილმა სასამართლო სისტემამ ფრთები „ქართული ოცნების“ პირობებში გაშალა. 2012 წლამდე ვინ მისცემდა მაგათ ასეთ აღებმიცემობის უფლებას, რაც დღეს აქვთ მოსამართლეებს გაჩაღებული. იმას დაემატა ზემოდან ფულის კეთება, ინვესტორების შევიწროება, ბიზნესის შევიწროება, უსამართლო გადაწყვეტილებები და მივიღეთ კატასტროფული კლანი.

უფრო მეტიც, ეს კლანი ისე გავეშდა, რომ საკუთარი ოჯახის წევრები განაწესეს მოსამართლეებად და უმრავლესობაში რატომ არიან?! იმიტომ, რომ ნათლია, ნათლული, თანაშემწე, დეიდაშვილი, ძმა, და, შვილი – ასეა დღეს სასამართლო სისტემა და უმცირესობაში არიან ღირსეული მოსამართლეები, რომლებსაც ხმის ამოღება აუკრძალეს კანონით”, – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები