LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ვაშაძე ეკონომიკის მინისტრს: თქვენ რომ 600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თავს დასაქმებულად ჩათვლიდით?! – გაზრდილი ფასების პირობებში რეკორდი მოხსენით, პური საქართველოში ყველაზე ძვირი ღირს მთელ რეგიონში

122
გიორგი ვაშაძე

გაზრდილი ფასების პირობებში რეკორდი მოხსენით, პური საქართველოში ყველაზე ძვირი ღირს მთელ რეგიონში, – ასე მიმართა „სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ პარლამენტში ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს, რომელსაც დეპუტატები „მინისტრის საათის“ ფორმატში უსმენენ.

„ეკონომიკის მინისტრთან დღეს საზოგადოებას აქვს ძალიან კონკრეტული კითხვა და მე მინდა პირადად თქვენ დაგისვათ კითხვა: თქვენ რომ 600 ლარი გქონდეთ ხელფასი, თქვენ თავს დასაქმებულად ჩათვლიდით?! თქვენ 600 ლარად შეძლებდით თქვენი ოჯახის შენახვას?! კითხვა არის ძალიან კონკრენტული, თქვენ ამ ადამიანებს ათვლით დასაქმებულებს. დღეს საქართველოში ნახევარ მილიონზე მეტი ან უმუშევარია ან იმდენად დაბალი აქვს შემოსავალი, რომ ფაქტობრივად უმუშევრებს უნდა მივათვალოთ ეს ადამიანები. გამოდიხართ და იძახით, რომ სოფელში დაბალი არის დასაქმების ნიშნულიო, აგერ ლევანმაც [ხაბეიშვილმა] ისაუბრა, რამდენია შემოსავალი, გამომუშავება რამდენი არის სოფელში მცხოვრები ადამიანების საკუთარი საქმიანობიდან: 100 ლარი, 120 ლარი, 80 ლარი და თქვენ ამას ეძახით დასაქმებას?! ამ ხალხს კითხვაზე პასუხი უნდა გასცეთ, არა?!

კიდევ ერთხელ გიმეორებთ, ნახევარ მილიონზე მეტი ადამიანი ან უმუშევარია ქვეყანაში ან აქვს ძალიან დაბალი ხელფასი.

გაზრდილი ფასების პირობებში რეკორდი მოხსენით. თქვენ როგორც ეკონომიკის მინისტრმა, მთელ რეგიონში მოხსენით რეკორდი ფასების კუთხით, პური საქართველოში ყველაზე ძვირი ღირს მთელ რეგიონში, სომხეთზე და აზერბაიჯანზე ძვირი ღირს. როცა თქვენ საუბრობთ, რომ ეკონომიკა ყვავისო, ძალიან მარტივი კითხვა მაქვს – რატომ არის მაშინ, რომ ეკონომიკაში, ეკონომიკა თუ 1 სულ მოსახლეზე საქართველოში უფრო მეტია ვიდრე სომხეთში, მაშინ უმუშევრობა ჩვენთან რატომ არის მეტი?! რატომ არ აისახება ეს ციფრები და ეკონომიკური ზრდა ხალხზე?! ამას გეკითხებით” , – განაცხადა ვაშაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები