LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი ტყემალაძე ოპოზიციას: „დაველოდოთ გამოძიების შედეგებს და ამ ტრაგედიას, პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადავიყვანთ“

36
BeFunky-collage (2)

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ გიორგი ტყემალაძემ საკრებულოს დღევანდელი სხდომა ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიისას გარდაცვლილი მარიტა მეფარიშვილის ხსოვნის პატივსაცემად წუთიერი დუმილით გახსნა.

გიორგი ტყემალაძემ ტრაგედიის შესახებ კიდე ერთხელ ისაუბრა და განაცხადა, რომ გამოძიება აქტიურ ფაზაშია და ყველა კითხვას პასუხი აუცილებლად გაეცემა. საკრებულოს თავმჯდომარემ ოპოზიციას მოუწოდა, დაელოდონ გამოძიების შედეგებს და ნუ მოახდენენ საკითხის პოლიტიზებას.

„დღეს ჩვენ პირველად ვიკრიბებით ვაკის პარკში დატრიალებული ტრაგედიის შემდეგ. კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მარიტას ოჯახს. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ვაკის პარკის მებაღეს დევი მეზურნიშვილს, რომელმაც საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ორი სიცოცხლე გადაარჩინა და ასევე მადლობა მინდა ვუთხრა ქალბატონ მეგი ბანცაძეს, რომელმაც დაშავებულ ლაზარეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მარიტას ტრაგედია სცდება ვიწროპარტიულ ინტერესებს და ეს ჩვენი, ყველას ტკივილია. თუ ვინმესთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა არსებულ კითხვას გაეცეს პასუხი, ეს თბილისის მერი კახა კალაძეა. ამ დღეების განმავლობაში, ოპოზიციის მხრიდან ძალიან ბევრი, ცრუ და უსაფუძვლო ბრალდება მოვისმინეთ. ჩემი თხოვნაა, დაველოდოთ გამოძიებას, მის შედეგებს და ამ ტრაგედიას, პოლიტიკურ ჭრილში ნუ გადავიყვანთ“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გიორგი ტყემალაძე ოპოზიციის მოთხოვნას საკრებულოს რიგგარეშე სხდომის დანიშვისა და დედაქალაქის მერის საკრებულოში დაბარების შესახებაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ გამომდინარე იქიდან, რომ მიმდინარეობს გამოძიება, არ იქნება სწორი ტრაგედიის პოლიტიკურ ჭრილში გადატანა და სპეციალური სხდომის ჩატარება. საკრებულოს თავმჯდომარის თქმით, კახა კალაძე საკრებულოში წლიური ანგარიშით უახლოეს მომავალში ისედაც წარსდგება.

„ჩვენ არ ჩავთვალეთ საჭიროდ, გამოძიების მიმდინარეობის პერიოდში, ჩავატაროთ სხდომა. დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, თუკი ვინმე დაინტერესებულია საქმეზე ჭეშმარიტების დადგენით, ეს უპირველესად, დედაქალაქის მერია. კახა კალაძე საკრებულოში ანგარიშით უახლოეს მომავალში წარსდგება და თქვენ ყველას გექნებათ საშუალება მას შეკითხვები დაუსვათ. ამ ეტაპზე კი, თქვენი მოთხოვნა მხოლოდ პოლიტიკური აჟიოტაჟის შექმნას ემსახურება“- განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები