რეჟისორი გიორგი შენგელაია ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ საპრეზიდენტო კანდიდატად არ დაარეგისტრირა. მიზეზი მხარდამჭერთა სიის არარსებობა გახდა.
შენგელაიას გარდა, საპრეზიდენტო კანდიდატად რეგისტრაციაზე უარი კიდევ 18 პირს ეთქვა. ცესკო-ში კი სიების წარდგენის ვადა 18 სექტემბერს ამოიწურა.
საპრეზიდენტო კანდიდატებს დასარეგისტრირებლად სწორედ 18 სექტემბრამდე არანაკლებ 25 000 მხადამჭერის ხელმოწერა უნდა წარედგინათ.