LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებული მზად არის ბრალი აღიაროს

202
shaq 89898

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული სრულწლოვნებიდან 8 პირის ბრალდების სისხლის სამართლის საქმის არსებითი განხილვა დღეიდან, 22 ოქტომბერიდან იწყება.

სხდომა მცხეთის რაიონული სასამართლოს ნაცვლად თბილისის საქალაქო სასამართლოში 12:00 საათზე დაიწყო.

შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის საბა გოგშელიძის ადვოკატი არჩილ დეკანოზიშვილი დღევანდელ სასამართლო პროცესზე მისი დაცვის ქვეშ მყოფის საქმის ცალკე გამოყოფის შუამდგომლობას დააყენებს.

როგორც დეკანოზიშვილი განმარტავს, საბა გოგშელიძე მზად არის, საპროცესო შეთანხმებისთვის ბრალი აღიაროს.

“რაც შეეხება საპროცესო შეთანხმებას, ამასთან დაკავშირებით, მხარეებმა მზაობა გამოვხატეთ და ველოდებით პროკურატურას. საბა გოგშელიძე მზად არის აღიაროს ბრალი”, – განაცხადა დეკანოზიშვილმა.

საბა გოგშელიძეს ძალადობასა და სხეულის განზარახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე სულ 11 სრულწლოვანი პირია დაკავებული.

ნაწილს ძალადობას, ძალადობის ორგანიზებას, მასში მონაწილეობასა და თავისუფლების უკანონო აღკვეთას ედავებიან. მათგან სამმა პირმა – არჩილ გაგნიძემ, ვახტანგ ჩიქოვანმა და ნიკოლოზ რევაზიშვილმა ნაფიც მსაჯულთა სასამართლო აირჩიეს. მათ საქმეს გორის რაიონული სასამართლო განიხილავს.

ამ ეტაპზე ნაფიც მსაჯულთა შერჩევა მიმდინარეობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები