LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული პირების საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება

106
გიორგი შაქარაშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში გიორგი შაქარაშვილის საქმეზე, ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებული პირების ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის განხილვა დღეს გაგრძელდება.

როგორც ერთ-ერთი დაკავებულის, საბა ჩხარტიშვილის ადვოკატი აცხადებს, მიუხედავად იმისა, რომ საქმეში დაზარალებული პირების წერილობითი თანხმობა უკვე არსებობს, პროცესზე დაზარალებული ვახტანგ ჩიქოვანი ჩვენების სახით დააფიქსირებს, აქვს თუ არა სურვილი ბრალდებულებზე ამნისტიის კანონი გავრცელდეს, რის შემდეგაც სასამართლოს მოუწევს მიიღოს გადაწყვეტილება სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე.

“გაგრძელდება ცალკე წარმოებად გამოყოფილი საქმის განხილვა ირაკლი წაქაძის, საბა გოგშელიძისა და საბა ჩხარტიშვილის მიმართ. მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ საქმეზე დაზარალებულებს წერილობითი თანხმობა დაფიქსირებული აქვთ ბრალდებულების მიმართ ამნისტიის კანონის გავრცელების თაობაზე, სასამართლო მოისმენს რეალურად ჩვენების სახით მიცემულ თანხმობას. იგეგმება ვახტანგ ჩიქოვანის ჩვენების მოსმენა, რა დროსაც ის დააფიქსირებს, აქვს თუ არა სურვილი ბრალდებულებზე გავრცელდეს ამნისტიის კანონი. ამის შემდეგ სასმართლოს მოუწევს გადაწყვეტილება მიიღოს სისხლისსამართლებრივი დევნის შეწყვეტის თაობაზე“, – განაცხადა ადვოკატმა, დავით ჭიკაიძემ.

შეგახსენებთ, რომ შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ სამ პირს, საბა ჩხარტიშვილს, საბა გოგშელიძესა და ირაკლი წაქაძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გირაოთი 11 იანვარს შეეცვალათ. მათ ძალადობას, ასევე სხეულის განზრახ მსუბუქ დაზიანებას ედავებიან.

მორაგბე ვასილ მახარაძეს 9-წლიანი პატიმრობა მიესაჯა – ძალადობის ეპიზოდზე ბრალდებულების განაჩენი ცნობილია

ნასვამი იყო შაქარაშვილი, ალბათ, თვითონ გადაგორდა, აუხსენით დედამისს, რომ უბედური შემთხვევაა – მსჯავრებულის დედა

“ისიც არ იცი, რომ ბავშვს 19 წლის განმავლობაში ერთხელაც არ დაულევია” – გიორგი შაქარაშვილის და მსჯავრდებულის დედას პასუხობს

შაქარაშვილის საქმის განაჩენი – რა განცხადებას ავრცელებს პროკურატურა