LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე გადაწყვეტილება მიმდინარე კვირაში გამოცხადდება

104
შაქარა 22

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო მიმდინარე კვირას გადაწყვეტილებას გამოაცხადებს. დღეს დაცვის მხარის ადვოკატებს დასკვნითი სიტყვით წარდგომის საშუალება ექნებათ, რის შემდეგაც მხარეებს რეპლიკების უფლება მიეცემათ.

უფლებადამცველების განცხადებით საქმეში არსებული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ მათი დაცვის ქვეშ მყოფი პირების ბრალეულობას და სასამართლოს მხრიდან გამამართლებელ განაჩენს ელოდებიან.

პროკურატურა ბრალდებულ 5 პირს ახალგაზრდა ფეხბურთელის დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები