LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი სააკაშვილი – კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და „ღლიცინი“ ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე

137
Untitled design (9)

მესამე პრეზიდენტის ძმა, გიორგი სააკაშვილი ფეისბუკის გვერდზე პენიტენციური სამსახურის მიერ გავრცელებულ კადრებს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

პენიტენციური სამსახური სააკაშვილის მორიგ ვიდეოკადრებს აქვეყნებს: „ცრუ კამპანიის მიზანია საზოგადოებრივი მღელვარების გამოწვევა და ქვეყნის იმიჯის შელახვა“

როგორც გიორგი სააკაშვილი აღნიშნავს, მას სჯერა, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ მსოფლიო მხარდაჭერა უფრო მკაფიო იქნება.

„რით არ დაიღალეთ იმის ძახილით, მიშა კარგად არის და თურმე, თავისუფლად გადაადგილდება „ვივამედის“ პალატაში და სიმულაციას აქვს ადგილი. მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ და გავუსვამ ხაზს, ჩემი ძმა იმის აჩრდილია, რაც წარმოუდგენია ხალხს. კმარა, ჩვენი ოჯახის შეურაცხყოფა და “ღლიცინი” მართლაც ასეთ მძიმე მდგომარეობაში მყოფ ადამიანზე! შეიძლება არ იყო მიშას მხარდამჭერი, მაგრამ ხელს აწერდე მის სიკვდილს, არის ამაზრზენი! მე მჯერა, მსოფლიო მხარდაჭერა იქნება უფრო მკაფიო და ერთად გადავარჩენთ, ყველა ერთად, ამაში დარწმუნებული ვარ! „- წერს გიორგი სააკაშვილი.

გიული ალასანია: გონების კარგვაზე არაფერი გამიგია, მაგრამ ძალიან ცუდად რომ არის და ნებისმიერი მომენტში შეიძლება უბრალოდ გაქრეს, ამას ვხედავ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები