LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

გიორგი რუსიაშვილი: საქართველოში აუდიტორული სექტორი განუვითარებელია

66

აუდიტორული კომპანიების განვითარება საქართველოს ევროკავშირის სტანდარტებთან დაახლოებს, – პროფესორი გიორგი რუსიაშვილი ფიქრობს, რომ ქვეყანაში აღნიშნული სფერო ჯერ კიდევ განუვითარებელია.

მისი განმარტებით, ევროკომისიის კვლევის მიხედვით, მცირე და საშუალო საწარმოები ევროკავშირთან ინტეგრაციის პრობლემებს შორის ასახელებენ ფინანსურ ანგარიშგებასთან დაკავშირებულ საკითხებს, რაც  იწვევს ფინანსური რესურსებისადმი წვდომის სიძნელეს.

რუსიაშვილის ინფორმაციით, მხოლოდ მცირე და საშუალო საწარმოების 7%-ს აქვს წვდომა გარედან დაფინანსების მიღებაზე. 36% – ბიზნესს შიდა წყაროებიდან აფინანსებს და 18% კი  შუამავლების დახმარებას იყენებს.

”იმისთვის, რომ ქართულმა საწარმოებმა მიიღონ კრედიტი, მათ 223% გირაო ბანკში უნდა წარადგინონ. ერთი შეხედვით ეს გონივრულობის ზღავარში ჯდება, მაგრამ რეალური ციფრი არის 2000%. ეს ნიშნავს, რომ 15 მილიარდის ოდენობის  გაცემული სესხები რეალურად, გირაოთი უზრუნველყოფილია 300 მლრდ დოლარის ქონებით,” – განაცხადა რუსიაშვილმა.

პროფესორმა ჩინური კომპანიის მაგალითზე კონკრეტული შემთხვევა მოიყვანა.

”მე წარმოვადგენ აუდიტორულ კომპანიას, სადაც გვქონდა ასეთი შემთხვევა. ჩინელი ინვესტორი, რომელიც აწარმოებს უმნიშვნელოვანეს პროექტებს საქართველოში და აქვს საგადასახადო დავა 5 მილიონზე, დაუყადაღეს მთლიანი, 50 მილიონის ქონება. ეს არასწორი პრაქტიკაა. ამ კომპანიამ წარადგინა ჩვენ მიერ გაცემული საერთაშორისო აუდიტორული დასკვნა, რომლის მიხედვითაც საგადასახადოს ძალიან მარტივად შეუძლია განსაზღვროს, ამ კომპანიის ქონების რომელი ნაწილი შეესაბამება საგადასახადო დავას. მაგრამ ეს არ კეთდება,” – აღნიშნა რუსიასვილმა.

მისივე ინფორმაციით, მთლიანი საბანკო აქტივების 40% ფინანსურ შუამავლებზე მოდის და არა ეკონომიკის რეალურ სექტორში. საუბარია ლომბარდებზე, მიკროსაფინანსო ორგანიზაციებზე, გადამცვლელ ჯიხურებზე.

როგორც რუსიაშვილი ამბობს, აუდიტორული ანგარიშების არ გამოყენება ზრდის ბანკების დანახარჯებს. მათ უწევთ მეტი ხელფასის გადახდა რისკ-ოფიცრებზე და ა.შ. საბოლოო ჯამში კი, ეს ზრდის საპროცენტო განაკვეთს  და ეკონომიკას ”ურტყამს”.

”კავშირი ძალიან მარტივია. კვალიფიციური აუდიტორული ანგარიშების გამოყენება შეამცირებს საპროცენტო დანახარჯს. აღსანიშნავია, რომ მსოფლიოში საპროცენტო რეფინანსირების განაკვეთი არის 0%. საქართველოში კი გაზარდეს 8%-მდე. საქართველოში  დაფინანსება ძირითადად მოდის ევროკავშირიდან, ევროკომისიიდან, ”იბიარდიდან”, ევროპის საინვესტიციო ბანკიდან და ეს ხშირ შემთხვევაში ხდება რისკის გარეშე. თუ იქნება 25%-იანი გარანტია, ეს ორგანიზაციები 75%-ს იძლევიან რისკის გარეშე. მაგრამ სამწუხაროდ, ისინი საქართველოსთან ურთიერთობას წყვეტენ ქართული ბანკებით და ამბობენ, რომ მე თუ ბანკთან მოვაგვარე, შემდეგ ბანკის პრეროგატივაა რას გააკეთებს და როგორ. ბანკი კი ხშირ შემთხვევაში ეწევა მევახშეობას, ისევ გირაოს საფუძველზე გასცემს თანხებს. ანუ ამ რგოლში არ არსებობს აუდიტორული სფეროს ჩართულობა. ამ რგოლის არარსებობა იწვევს შემდეგს: ფული მიდის საშუამავლო სექტორში, არ მიდის რეალურ ეკონომიკაში, მიდის მაღალი საპროცენტო განაკვეთით და საბოლოო ჯამში ეკონომიკისთვის მიდის 2000%-იანი გირაოთი. ეს არის აუდიტორული სფეროს განუვითარებლობის პრობლემა.

საქართველოში საერთაშორისო აკრედიტაციით, მოლოდ 43 აუდიტორული კომპანია ფუნქციონირებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები