„მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილე გიორგი რურუა, არხის გენერალურ დირექტორს ნიკა გვარამიას მხარდაჭერას უცხადებს და სოციალურ ქსელში წერს:
„მოკლედ გეტყვი, დაამზადე ლიბერთი ბანკის ბარათი, გამოიყენებ ციხის მაღაზიისთვის. მაღაზიაში იყიდი ლეიბს. თეთრეული შენი გაამზადე. აარჩიე წიგნები, რომელსაც შეიტან. თუ რამე მედიკამენტი გჭირდება, ახლავე აიღე ექიმის ნებართვა. გრილი შარვლები, შენი სტილის არა, უფრო კონსერვატიული.
ოთახის ფეხსაცმელები, თასმის გარეშე სპორტული სამოსი და ასევე ბოტასი. მეტი რა გითხრა, ორი კარი აქვს ციხეს, შესასვლელი და გამოსასვლელი. სინდისს და ღირსებას კი იცი როგორ გაუფრთხილდე. სიმართლე გითხრა, ახლა შენი დაჭერა, კიდევ ერთი დიდი დარტყმა იქნება ივანიშვილზე, იმედია ამას ხვდება ბიძინა. სიმართლე კი გაიმარჯვებს!“– წერს გიორგი რურუა.